Accentnews.ge
ჩვილი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცს გადასცეს, ოჯახს დაუბრუნდა

ჩვილი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცს გადასცეს, ოჯახს დაუბრუნდა

10/01/2022 08:56:49 ეს საინტერესოა

ჩვილი, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის წარმომადგენელთა ევაკუაციის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებს რკინის ღობიდან გადასცეს, ცოტა ხნის წინ საკუთარ ოჯახს დაუბრუნეს, - იუწყება BBC.

ირკვევა, რომ ბავშვის ამერიკელი ჯარისკაცისთვის გადაცემის შემდეგ, ორი თვის სოჰაილ აჰმადის მშობლებმა აეროპორტში შეღწევა მოახერხეს, თუმცა ბავშვი ვერ იპოვეს. ბავშვის მამა – მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ს საელჩოში დაცვის სამსახურში მუშაობდა და დედა – სურაია მათ ოთხ სხვა შვილთან ერთად აშშ-ში საევაკუაციო ფრენით გადაიყვანეს.

მშობლებს რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იმყოფებოდა მათი მეხუთე შვილი. ძიების პროცესი კვალი 29 წლის ტაქსის მძღოლამდე – ხამიდ საფიმდე მივიდა.

29 წლის მძღოლის განცხადებით, ჩვილი აეროპორტში, მიწაზე დაწვენილი იპოვა. ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა.

ბავშვის ადგილსამყოფელის გარკვევის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილმა ბაბუამ შვილიშვილის დაბრუნება სცადა, თუმცა საფიმმა ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.

თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ, ბავშვი ბაბუას დაუბრუნეს.

აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა ბაბუასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოზარის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შვილს მათთან მიჩიგანში გადაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S