10-01-2022 15:38:43 სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დასრულდა.
აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ნაფიცმსაჯულებზე უარი თქვეს - შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე გამოიტანს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.
"იქ არის საზოგადოებრივი აზრი, ტრაგედია, მძაფრი მდგომარეობა. სავარაუდოდ, მართლსაჯულების წარმომადგენლებიც შეიძლება უყურებენ ამას და პლუს ამას, აქვს უფლება, წმინდა იურიდიული, კლასიკური კუთხით მოხდეს განხილვა. მეტწილად, არჩეული იქნა ის, რომ უარი უთხრა სასამართლოს ნაფიცმსაჯულთა სისტემის არჩევაზე. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, იქ ვერ დაეთანხმებოდით მოსამართლის განმარტებას, იქ იყო დარღვეული მუხლები," - ამბობს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.
მომდევნო პროცესი 18 იანვარს ჩაინიშნა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას გასული წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
აკო ჭელიძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, განაცხადა, რომ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭროლობები თავად მიაყენა, ჯგუფურ დანაშაულს თუმცა უარყოფს და ირწმუნება, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.