
რა გახდა საფრანგეთში 25 წლის ქართველის მკვლელობის მიზეზი
11/01/2022 06:14:23 სამართალი
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
25 წლის ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მიაყენა.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, უცხო პირი გოგუას მეუღლისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა, სწორედ ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გოგუა საფრანგეთში მეუღლესთან ერთად სამი თვის წინ გაემგზავრა.