
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოცხადდება
11/01/2022 10:02:41 სამართალი
„თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 12 იანვარს გახდება ცნობილი. კერძოდ, 11 საათზე გაირკვევა, დამნაშავედ ცნობს თუ არა სასამართლო ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად დაახლოებით 16,7 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
11 იანვრის სხდომაზე ბრალდების მხარემ რეპლიკის, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ საქმე მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან სწორედ იმ პერიოდში აღიძრა, როდესაც ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩაერთნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძე, ასევე, უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ საქმეს დაზარალებული ჰყავს ბანკის სახით.