Accentnews.ge
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობითაც ვერ აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობითაც ვერ აირჩიეს

11/01/2022 10:09:58 რეგიონები

წალენჯიხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათი ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომას 27 დეპუტატიდან 25 ესწრებოდა, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ და კენჭისყრა არ შედგა. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გონერ კვარაცხელიამ მისი თანაპარტიელის კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა და საკრებულოს წევრებს შესთავაზა მისი მხარდაჭერის შემთხევვაში სხვა თანამდებობები პროპორციულად გადანაწილებულიყო „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომლებიც წალენჯიხის საკრებულოში 11-11 მანდატს ფლობენ. ამდენად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოთხი პოლიტიკური თანამდებობა ერგებოდათ და "ქართული ოცნება" მზად იყო, მსგავს შემთხვევაში ოპოზიციისთვის მზარი დაეჭირა თუმცა წინადადება "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, სხდომაზე პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ახალი წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმადაც 9 თანამდებობიდან ოპოზიციონერი დეპუტატები დაიკავებენ 6 ადგილს, ხოლო "ქართული ოცნება" 3 ადგილს.

საბოლოოდ სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S