ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილისგან შეთავაზება მიიღო

11-01-2022 14:15:29 პოლიტიკა

"ლალოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ დაახლოებით გასულ წელს, მან "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისგან "საქმის დასრულების" თაობაზე შეთავაზება მიღიო. ამის შესახებ მან მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც მან კიდევ ერთხელ უწოდა პოლიტიკური ვენდეტა.მიიღო

"ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი, შარშან, რომ "იქნებ დავამთავროთო"... მას უნდა რომ ყველა მასთან ვალში იყოს ან მის შავ სიაში უნდა იყოს შეყვანილი, რომ მასზე კომპრომატები ჰქონდეს სამოქმედოდ. ეს მოახერხა ქვეყნის მასშტაბით, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების გაცემის მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა. ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლე. უნდა დავიწყოთ სიმართლის თქმა",– განაცხადა ხაზარაძემ.

„თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 12 იანვარს გახდება ცნობილი. კერძოდ, 11:00 საათზე გაირკვევა, დამნაშავედ ცნობს თუ არა სასამართლო ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად დაახლოებით 16,7 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

11 იანვრის სხდომაზე ბრალდების მხარემ რეპლიკის, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ საქმე მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან სწორედ იმ პერიოდში აღიძრა, როდესაც ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩაერთნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძე, ასევე, უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ საქმეს დაზარალებული ჰყავს ბანკის სახით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები