ქუთაისის მერი  ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  სამუშაო პროცესებს გაეცნო

11-01-2022 14:46:17 რეგიონები ,რეკლამა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაო პროცესებს გაეცნო.

ქალაქის მერმა მოინახულა ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო, რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის მოწყობის და ნიკეა- თაბუკაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები.

“ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობა. დღეს მოვინახულეთ რამდენიმე მათგანი. 2021 წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორცილებაზე, პროცესი გაგრძელდება 2022 წელსაც. ეს პროგრამა ძალიან კარგი შანსია ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვითმმართველობებს, თავად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, შევარჩიოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და განვახორციელოთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას 220 მილიონი ლარით, საქართველოს ოთხ რეგიონში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები