Accentnews.ge
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი

სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი

11/01/2022 16:03:04 კავკასია

სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

როგორც ბაქოში აცხადებენ, სომხეთის "შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის" შედეგად დაიღუპა რიგითი აიაზ აზერ ნაზაროვი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი 11 იანვარს, შუადღისას მოხდა.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მიღებული ზომების შედეგად მოწინააღმდეგის ცეცხლი ჩაახშვეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ სომხეთი პროვოკაციაში აზერბაიჯანულ მხარეს სდებენ ბრალს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ძალების პოზიციების მისამართით გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრილებისა და დაღუპულების რიცხვი უახლოეს ხანში დაზუსტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S