Accentnews.ge
მაკრონი: "ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ!"

მაკრონი: "ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ!"

12/01/2022 07:52:25 ევროპა

ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიის საფრთხეს წარმოადგენს და ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, ისევე როგორც ჟურნალისტებმა პასუხი აგონ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

„იგივე უნდა იყოს უცხოური მედიისთვისაც, რომლებსაც უფლება აქვთ, საფრანგეთის ტერიტორიაზე გაავრცელონ ახალი ამბები“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატიები ამჟამად არ არიან საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ „გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მოთამაშეებს, რომლებიც არ შეესაბამება ანგარიშვალდებულების პროცედურებსა და ჟურნალისტურ ეთიკას“.

საფრანგეთში პრესის თავისუფლება 1881 წლის კანონით განისაზღვრა, თუმცა ასევე დაინერგა წესები ცილისწამებისა და სიძულვილს ენის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობამ უცხოურ დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად გასულ წელს სააგენტო შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S