ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო წვრთნა დაიწყო

12-01-2022 20:57:39 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ძარწემის სამხედრო პოლიგონზე დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცებთან სამხედრო წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

სპეცრაზმელები წვრთნას გაივლიან ტაქტიკურ, სპეციალურ, საინჟინრო და ფიზიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და საკომუნიკაციო უნარებში. სამხედრო სწავლების პროცესში სპეცდანიშნულების ბატალიონის წარმომადგენლები, სრული საბრძოლო აღჭურვილობით მოაწყობენ მსვლელობებს შორ დისტანციებზე. სამხედრო სწავლებების დასკვნით ეტაპზე ისინი სპეციალურ ტესტებს და ნორმატივებს ჩააბარებენ.

დე ფაქტო თავდაცვის უწყებაში ინფორმაციით, მსგავსი სამხედრო წვრთნა რეგულარულად იმართება და მიზანი მებრძოლების ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება, ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება, მაღალი ხარისხის საბრძოლო და სხვა ამოცანების შესრულებაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები