
სომხეთ–ერევას შორის ფრენები თებერვალში განახლდება
13/01/2022 08:45:57 კავკასია
თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. სომხური ავიაკომპანია ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით იფრენს.
„ფლაივან არმენიას“ წარმომადგენლების განცხადებით, სტამბოლის მიმართულებით პირველი ფრენა 2 თებერვალს არის დაგეგმილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა „ფლაივან არმენიას“ და თურქულ ავიაკომპანია „პეგასუსს“ ერევან-სტამბოლის მიმართულებით არარეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.