Accentnews.ge
კადიროვმა ინგუშებს ულტიმატუმი წაუყენა

კადიროვმა ინგუშებს ულტიმატუმი წაუყენა

13/01/2022 09:49:55 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა ინგუშ ხალხსა და უხუცესებს სამდღიანი ვადა მისცა მისადმი პრეტენზიების ჩამოსაყალიბებლად.

როგორც კადროვი ვიდეომიმართვაში ამბობს, თუ პრეტენზიები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი იქნება, მისთვის არ არსებობს არანაირი კანონი და რომ ის ყველაფერზე წავა.

„ისტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კადიროვი კერძოდ, ამბობს: „თუ მე თქვენი მტერი ვარ, ჩამოყალიბდით დანაშაულის და სასჯელის ხარისხზე: რას გეგმავთ – მომკლავთ, მცემთ, გამაძევებთ? და რა დავაშავე?“.

კადიროვის თქმით, ის არ დატოვებს ხალხს, რომელთაც სურთ მისი ხალხის, ოჯახის და პირადად მისი პატივისა და ღირსების შელახვა.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრების შეცვლის შესახებ 2018 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოაწერეს ინგუშეთის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, ჩეჩნური სოფლები დარჩა ინგუშეთის კუთვნილებაში: „ვფიცავ, ყოვლისშემძლის სახელს, დაგწყევლოს მე და ჩემი ოჯახი, თუ სიმართლეს არ ვამბობ: ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც თქვენმა ხელმძღვანელობამ მოითხოვა – დათმობაზე წავედი, დავტოვე ჩვენი სოფლები. ნახეთ, რა მიწები გვქონდა გაყოფის დროს და გაარკვიეთ, ვისი სოფლები იყო“.

11 იანვარს გროზნოში გამართულ შეხვედრაზე კადიროვმა უხეში გამონათქვამები გამოიყენა ნგუში ხალხის მისამართით. მიზეზი გახდა ჩეჩნეთში ინგუშეთიდან დელეგაციის ვიზიტი და შემდეგ მათი ბოდიში თანამემამულეებისადმი.

ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის შეთანხმებას 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა ხელი, რასაც იგუშეთში პროტესტის ტალღა მოყვა, მიაჩნდათ რა შეთანხმება უსამართლოდ.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს პროტესტის შვიდ ლიდერს, მათ შორის ორ უხუცესს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი ადამიანის უფლებათა ცენტრმა "მემორიალმა" პოლიტპატიმრებად აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S