ვის სურს ცესკო–ს თავმჯდომარეობა – კანდიდატთა სია

13-01-2022 17:50:42 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის კანდიდატების სიას აქვეყნებს.

თავმჯდომარე:

1. თამაზ ფოლადაშვილი

2. თენგიზ თევზაძე

3. გიორგი შაიშმელაშვილი

4. გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თამჯდომარე)

წევრი:

1. ქრისტინე ქაჯაია

2. ლევან ისაკაძე

3. ციალა შავაძე

4. რუსუდან მუმლაძე-ავალიანი

5. მამუკა ხოლეგაშვილი

6. მაია ზარიძე

7. გია ცაცაშვილი

კანდიდატთა მოსმენა ხვალიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი თავმჯდომარე 6 თვითაა არჩეული. მას ვადა 2022 წლის თებერვალში ეწურება.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები