Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეხვდა

13/01/2022 14:09:36 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრამდე მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის შეხვდა.

რელიზის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა.

"გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება გაამახვილა ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე.

ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბელგიაში, ბრიუსელში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S