
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე
14/01/2022 07:21:26 მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვეყნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე. საუბარია განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, მსხვილი კომპანიების თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ, სამსახურში გამოცხადებამადე გაეკეთებინათ ვაქცინა ან კოვიდტესტი. ამიერიდან, ეს ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ბაიდენის მიერ გაცემული განკარგულების გაუქმებას ნოემბრიდან ითხოვდა მოსარჩელეთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ოჰაიოს შტატი და დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაცია.
უზენაესმა სასამართლომ მხარეების არგუმენტები გასულ კვირას მოისმინა.