პრინცი ენდრიუ სამეფო პატრონაჟის გარეშე დარჩა

14-01-2022 12:12:47 ევროპა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, მის ვაჟს - პრინც ენდრიუს აღარ აქვს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი.

გარდა ამისა, იორკის ჰერცოგი ენდრიუ არც მომავალში შეასრულებს სამეფო ოჯახის წევრის საზოგადოებრივ ვალდებულებებს, ხოლო მის წინააღმდეგ არსებულ საქმეში თავს დაიცავს, როგორც კერძო პირი.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრინც ენდრიუს ადვოკატების მცდელობა, დაერწმუნებინათ ამერიკული სასამართლო, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ პრინცის მიმართ არსებული ბრალდების განხილვა, რაც მათ ვერ შეძლეს.

62 წლის პეცოგს ბრალს სდებს 38 წლის ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე. ის ერთ-ერთი მოწმე იყო ამერიკელი მილიარდერის, პროსტიტუციაში არასრულწოვანთა ჩართვასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში.

ჯუფრე ირწმუნება, რომ ეპშტეინის წვეულებებში მონაწილეობდა პრინცი ენდრიუც და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა 17 წლის იყო, მასზე სექსუალურად იძალადა.

იორკის პერცოგი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები