უკრაინის მთავრობის ვებ-საიტები მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

14-01-2022 13:15:57 მსოფლიო

უკრაინის მთავრობის ვებ-საიტებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა.

კიბერთავდასხმის შესახებ 14 იანვარს გამოაცხადა უკრაინის განათლების სამინისტრომ, თავის ფეისბუკის-გვერდზე.

"13-დან 14 იანვრის ღამით განხორციელებული გლობალური თავდასხმის გამო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-საიტი დროებით არ მუშაობს" - წერდა სამინისტრო.

ასევე გაითიშა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტი, რომელიც დროის ერთ მონაკვეთში აჩვენებდა უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე დაწერილ მესიჯს: "გეშინოდეთ და ყველაზე უარესის მოლოდინი გქონდეთ".

გათიშული იყო მინისტრთა კაბინეტის და საგანგებო მდგომარეობების სამინისტროს საიტებიც.

ზოგიერთ საიტზე გამოჩდა უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე დაწერილი ტექსტი, რომ ქსელში ატვირთული უკრაინელების მონაცემები საჯარო გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები