"აშშ-მა და ნატო–მ შესაძლოა, მომავალ თვეებში რუსეთის გარშემო ძალების განთავსება დაიწყონ და მოსკოვს საპასუხოდ რამდენიმე გზა აქვს"

14-01-2022 13:23:05 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ აშშ-მა და ნატო–მ შესაძლოა, მომავალ თვეებში რუსეთის გარშემო ძალების განთავსება დაიწყონ, და ამის საბაბად გამოიყენონ უკრაინასთან დაკავშირებული დაძაბულობა.

როგორც ლავროვი 14 იანვარს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ირწმუნებოდა, რუსეთს სურდა, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობა ურთიერთპატივისცემით და ინტერესების დაბალანსებით გადაწყვეტილიყო.

"მოსკოვს რამდენიმე გზა აქვს საპასუხოდ, თუკი დასავლეთი უგულებელყოფს რუსეთის მხრიდან წამოყენებულ წინადადებებს უსაფრთხოების სფეროში, ნატოს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით" - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი "მუდმივად ვერ დაელოდება აშშ-ის და ნატოს პასუხს მის მოთხოვნებზე და სურს, ახსნა-განმარტება მიიღოს იმაზე, თუ მისი რომელი მოთხოვნა მუშაობს და რომელი არა, და მნიშვნელოვანია, რომ ეს განმარტება დაწერილი იყოს":

"პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილების მიღება ამგვარი წერილობითი პასუხის და დასავლეთისგან წამოყენებული, საპასუხო წინადადებების მიღების შემდეგ შეეძლება.

მიმდინარე კვირაში სამი შეხვედრა გაიმართა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული კრიზისის და რუსეთის უსაფრთხოების წინადადებების გარშემო: რუსეთის დიპლომატები შეხვდნენ აშშ-ის, ნატოს და ეუთოს წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები