Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნებზე უკრაინაში საქმეებია აღძრული"

სააკაშვილის ადვოკატი: "საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნებზე უკრაინაში საქმეებია აღძრული"

14/01/2022 10:28:46 მსოფლიო

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინაში წამებასა და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

"უკრაინაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ შეუძლია ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა, გააუქმა ინსპექტორის სამსახურიც, ამიტომ, დარწმუნებული ვართ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ პირთა ვინაობის დასადგენად, მათი გვარები ისედაც ცნობილია", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, "უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან, ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეაფასონ, როგორი ზიანი მიაყენეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას":

"უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ყველა დოკუმენტს გადავცემთ უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ბიუროს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S