"შემზარავი მესიჯი" – გაერო–ს წარმომადგენლობა საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აფასებს

14-01-2022 14:58:56 პოლიტიკა

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში სინანულს გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

"ჩვენ განსაკუთრებულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში იმ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე გაუქმებით, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და ევალება პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა.

სამსახურის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევაზე დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემზარავი მესიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს წარმომადგენლობა ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაფართოვდა, ვინაიდან ამან შესაძლოან უწყების გადატვირთვა გამოიწვიოს და დანაშაულებზე რეაგირების ხარისხი დაწიოს:

"ჩვენ შეგახსენებთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2015 წლის რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც შეშფოთება გამოთქმულია რისკზე, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შეიძლება ამოცანა ძალიან გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ძირითად ჯგუფში".

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ინსტიტუტებისგან გამოითხოვოს მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

2022 წლის 13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები