ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

14-01-2022 02:02:47

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

სანქციების გახანგრძლივების მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ურთიერთობაში არ უერთგულა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას.

სანქციები რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორების გარდა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზეც ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სანქციების გახანგრძლივება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო მობილიზებასთან პირდაპირ კავშირში არაა. ეს ნაბიჯი არის ნაწილი იმ განახლებადი სანქციების, რომლებიც რუსეთს 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაეკისრა. ევროკავშირმა განაახლა სანქციები, რომლებიც მინიმუმ 31 ივლისამდე იქნება ძალაში, რადგან რუსეთმა სრულყოფილად არ განახორციელა მინსკის 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმება.

სანქციების შედეგად, რუსულს ბანკებსა და კომპანიებს ევროკავშირის კაპიტალურ ბაზრებზე კავშირი ეზღუდებათ და რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფინანსო ან საბროკერო დახმარების გაწევა უკანონოდ მიიჩნევა. ასევე სრულად წყდება თავდაცვითი აღჭურვილობის იმპორტი და ექსპორტი და რუსეთს ეზღუდება ნავთობის წარმოებაში ზოგიერთი „მგრძნობიარე“ ტექნოლოგიის გამოყენებაზე წვდომაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები