Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "რუსეთს ორი არჩევანი აქვს"

სტოლტენბერგი: "რუსეთს ორი არჩევანი აქვს"

14/01/2022 14:15:17 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს არჩევანი აქვს - ან ჩაერთოს დიალოგში, ან კონფლიქტის გზას მიმართოს, რასაც მისთვის მრავალი უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

მისივე თქმით, ალიანსი უკრაინას გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს.

"რა თქმა უნდა, რუსეთი წყვეტს, რას გააკეთებს. და მათ აქვთ არჩევანი: ​NATO-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან დიალოგში ჩართვასა და კონფრონტაციას შორის. შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ პერსპექტივების შესახებ - თუ რუსეთი არ ჩაერთვება დიალოგში და კიდევ ერთხელ გამოიყენებს სამხედრო ძალას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ამას მრავალი უარყოფითი შედეგი მოჰყვება - მძიმე ეკონომიკური სანქციები. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, უზრუნველვყოფთ უკრაინის გაძლიერებას, რათა მან თავად შეძლოს თავისი თავის დაცვა. NATO-ს მოკავშირეებიც გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვყავს საკმარისი ძალა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა მათ შეძლონ არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ აგრესიის შეკავება", განაცხადა სტოლტენბერგმა DW-სთან ინტერვიუში.

მიმდინარე კვირაში სამი შეხვედრა გაიმართა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული კრიზისის და რუსეთის უსაფრთხოების წინადადებების გარშემო: რუსეთის დიპლომატები შეხვდნენ აშშ-ის, ნატოს და ეუთოს წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S