Accentnews.ge
ზელენსკიმ ბაიდენს პუტინთან სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ზელენსკიმ ბაიდენს პუტინთან სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

14/01/2022 20:42:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ატლანტიკურ საბჭოსთან“ საუბარში განაცხადა.

ერმაკის თქმით, ამერიკული მხარე წინადადებით დაინტერესდა, ხოლო რუსული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია:

„ჩვენ ველოდებით რუსული მხარის რეაქციას, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა წინადადება ინტერესით მიიღეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S