გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

15-01-2022 08:31:41 რეგიონები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები