
Oxfam: „პანდემიის დროს მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი კიდევ უფრო გამდიდრდა“
17/01/2022 10:45:00 ეს საინტერესოა
კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ორჯერ უფრო გაიზარდა და 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, 160 მილიონზე მეტი ადამიანი კი გაღატაკდა, – იუწყება საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam.
„პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ ნაწილობრივ დიდი მასშტაბის ფისკალური და მონეტარული სტიმულის ხარჯზე, რამაც მკვეთრად გაზარდა მათი აქციებისა და სხვა აქტივების ფასები“– აღნიშნავს Oxfam.
ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე ღატაკი 3,1 მილიარდი ადამიანი ერთად აღებული:
„ეს არის არა შემთხვევითობა, არამედ არჩევანი: ეკონომიკური ძალადობა ხდება მაშინ, როცა სტრუქტურული პოლიტიკის თაობაზე არჩევანი კეთდება ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანების სასარგებლოდ. ეს პირდაპირ გვაყენებს ზიანს ყველა ჩვენგანს და ყველაზე ღატაკ ადამიანებს, ქალებსა და გოგონებს და ყველაზე მეტად - რასობრივ ჯგუფებს,“ – ნათქვამია ანგარიშში.