გერმანიამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკად 2“–ის წინააღმდეგ „ზომების მიღების“ პირობა დადო

17-01-2022 17:34:12 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია პარტნიორებთან ერთად „შესაბამის ზომებს“ მიიღებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან 17 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი "განხილვის საგანი არ არის" და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

"ყოველ ახალ აგრესიას ექნება მაღალი ფასი. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის, რადგან დიპლომატია დაძაბული სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ეფექტური გზაა. მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ჩვენი ნაბიჯები კოორდინაციაშია ნატოსთან და უკრაინასთან“,– განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები