ბოლო ერთ დღეში საფრანგეთში ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

18-01-2022 12:28:10 ევროპა

საფრანგეთის საავადმყოფოებში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 888 პაციენტი მოათავსეს, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 2020 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, - იუწყება Reuters ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, საფრანგეთის საავადმყოფოები ამჟამად ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 25 775 პაციენტი მკურნალობს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 102 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ კვირას საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი. ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები