საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მათ შორის ჩეჩენი დევნილების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო 10 000 ევროთი დაჯარიმდა

18-01-2022 15:22:39 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ცნობილი ნაცინალისტი ერიკ ზემური პარიზის სასამართლომ 10 000 ევროთი დააჯარიმა მიგრანტი ბავშვების, მათ შორის ჩეჩნეთიდან დევნილთა მიმართ ქსენოფობიური შენიშვნებისთვის.

გასული წლის სექტემბერში პოლიტიკოსმა ახსენა ბავშვები, რომლებიც საფრანგეთში მშობლებისა და მეურვეების გარეშე ჩადიან:

„ჩვენ ვხარჯავთ ფულს ამ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან მაროკოდან, პაკისტანიდან და ჩეჩნეთიდან. უფრო მეტიც, ისინი, ძირითადად კრიმინალები, ქურდები და ა.შ. არიან! უნდა გამოვგზავნოთ უკან!“.

პოლიტიკოსი ეთნიკური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების გამო საჯარო შეურაცხყოფისა და სიძულვილის წაქეზებისთვის დღიურად 100 ევროს ოდენობით ჯარიმას გადაიხდის. ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, სესაძლოა, დააჯარიმონ.

63 წლის პოლიტიკოსი უკვე ორჯერ არის ნასამართლევი სიძულვილის ენის გამო.

შარშანდელი გამოკითხვის მიხედვით, ზემური შესაძლოა მეორე ადგილზე იყოს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2022 წლის აპრილში გაიმართება, მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შემდეგ. თუმცა მას შემდეგ მისი მხარდაჭერა შემცირდა.

გასული წლის გამოკითხვების მიხედვით, ზემურმა შესაძლოა, მეორე ადგილი დაიკავოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საფრანგეთში 2022 წლის აპრილში გაიმართება. მას უსრებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თუმცა ამჟამად მისი მხარდაჭერა შესუსტებულია.