"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამდივნოს ახალი შემადგენლობა წარადგინა

18-01-2022 16:45:25 პოლიტიკა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამდივნოს ახალი შემადგენლობა წარადგინა.

პარტიას 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

ახალ სამდივნოს წარმოადგენენ:

  • გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი
  • გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი
  • საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა
  • ანალიტიკური საქმიანობის მდივანი – გიორგი თარგამაძე
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი
  • რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი
  • საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე
  • იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი
  • სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე
  • სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე
  • ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი
  • პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი
  • მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია იქნება.

სტრუქტურული ცვლილებები "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 10 იანვარს დაიწყო: პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, ხოლო მისი მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა. ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარე – ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები