Accentnews.ge
ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ

ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ

26/08/2019 13:31:52 სხვა, რეგიონები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია. 

"ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე", –აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S