სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის გასამართად მიიწვია

18-01-2022 22:35:09 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-რუსეთის საბჭოზე შეხვედრების ჩასატარებლად მიიწვია.

იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, გამართოს რუსეთთან დისკუსიები სამხედრო წვრთნებთან, შეიარაღების კონტროლთან, განიარაღებასთან და ბირთვულ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილებაა, რადგან საფრთხე კვლავ რეალურია.

„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ და ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მოსკოვისთვის მაღალი ფასი ექნება. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები