Accentnews.ge
რუსთავში ავარიას 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

რუსთავში ავარიას 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

19/01/2022 07:16:54 სამართალი

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარ ავარიას სამი თვის ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა სამი პირი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის მოაჯირი შეანგრია და ბორდიურზე ავარდა.

„ოთხი პრი შემიყვანეს: თოთო ბავშვი ადგილზე გადაიცვალა, ერთი მცრეწლოვანი გადაიყვანეს თბლისში, ახალგაზრდა გოგო მართვით სუნთქვაზეა, ახალგაზრდა პირის მდგომარეობა სტაბილურია“,– განაცხადეს რუსთავის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S