Accentnews.ge
ლანდსბერგისი: "რუსეთის მუქარა დღეს უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი კი მოიცავს საქართველოსაც"

ლანდსბერგისი: "რუსეთის მუქარა დღეს უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი კი მოიცავს საქართველოსაც"

20/01/2022 07:10:01 ევროპა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარა ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინისკენ არის მიმართული, რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც.

როგორც დიპლომატმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დაუშვებელია, რუსეთს მიეცეს საშუალება, შეცვალოს ქვეყნების ევროპული არჩევანი.

"რუსეთის მიზანი რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და ზუსტად ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასე მოხდეს."- თქვა გაბრიელიუს ლადსბერგისმა.

ზალკალიანმა და ლინდსბერგისმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ერთიან პოზიციას, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები, ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ NATO-ს.

გარდა ამისა, მათ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S