სააკაშვილის საქმის პროკურორი: "ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული"

20-01-2022 13:22:25 სამართალი

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო, შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას. ამგვარად განმარტა პროკურორმა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, როდესაც ის ადვოკატების შუამდლომლობას დაეთანხმა, არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

ლევან ვეფხვაძემ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოებად დაასახელა დაცვის მხარის მიერ რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობა:

„გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება".

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და მათ 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები