
მოლდოვაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
20/01/2022 14:39:05 ევროპა
მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მუქარა, რომ იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო მოლდოვას შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება.
„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება, უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს, ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ქვეყანას დაუსრულდა „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ნოემბერში კონტრაქტი გააგრძელეს, მაგრამ გაზის ფასი გაიზარდა.
იხილეთ ასევე: „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა