ენტონი ბლინკენი:"ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია"

20-01-2022 20:24:23 პოლიტიკა

სინამდვილეში, ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება. საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. და, სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის შეთავაზებით და ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით. ჯერჯერობით, ჩვენი მზაობა კეთილსინდისიერი ჩართულობისთვის უარყოფილია – რადგან, სინამდვილეში, ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება. საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. და, სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია.

რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და თავს დაესხას დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერ ნაპერწკალს. როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპები უგულებელყოფილი იქნება, დაბრუნდება მსოფლიო, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად ჩამოყალიბებულ წესებს ძირი გამოეთხრება და შემდეგ გაქრება. და ეს გარკვეულ მთავრობებს აგულიანებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიღონ ის რაც მათ სურთ – მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყნის ინტერნეტის გათიშვას, ცივ ზამთარში გათბობისთვის საჭირო საწვავის შეწყვეტას ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა ბოლო წლებში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა". - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამავე თემაზე:ენტონი ბლინკენი:"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აირჩევს, დიდი საფასურის გადახდა მოუწევს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები