თავდასხმა მედპერსონალზე – პაციენტმა ექთანს სახისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

21-01-2022 12:45:37 სამართალი

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, რომ მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირებულია.

მან ერთ–ერთ მაგალითად მოიყვანა რეგიონულ კერძო კლინიკაში მომხდარი ძალადობის ფაქტი, რა დროსაც კოვიდ–ინფიცირებულმა პაციენტმა მორიგე ექთანს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა სახის და ყელის არეში.

ირკვევა, რომ თავდასხმა გასული წლის მიწურულს – 21 დეკემბერს მოხდა.

„დილის 05:00 საათზე ინტენსიურ განყოფილებაში ექიმი ახორციელებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და სურდა, განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. შესაბამისად, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს პაციენტმა ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით“,– ჰყვება ლოლუა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები