ჟენევაში ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა დაიწყო

21-01-2022 14:41:41 ევროპა ,მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო.

განხილვის მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია.

შეხვედრის დაწყების წინ ლავროვმა განაცხადა, რომ ბლინკენთან ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრებს და ელოდება კონკრეტულ პასუხებს.

თავის მხრივ ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეხვედრა - აშშ-სა და მისი მოკავშირეების მცდელობების ნაწილია, რომელიც მორიგი რუსული აგრესიის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ სწრაფი და მკაცრი ზომები გატარდება. ბლინკენმა, ასევე, განაცხადა, რომ განიხილავს რუსულ კოლონიებში ამერიკელების ყოფნის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები