ზელენსკი აზრით, რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესდეს

21-01-2022 15:15:45 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ. ამის ესახებ პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ განაცხადა.

„დღეს ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ხვალ შესაძლოა, ომი დაიწყოს, თუ რუსეთის მხრიდან იქნება დიდი ესკალაცია, შემდეგ კი მიღებული იქნება ძლიერი სანქციები. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ესკალაციის ალბათობაზე, იბადება კითხვა, რატომ არ აწესებთ სანქციებს ახლა? ესკალაციას ელოდებით?“, – განაცხადა ზელესნკიმ.

მისი თქმით, მასშტაბური საქნციების დაწესების შემთხვევაშიც, რუსეთმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ამ სანქციებთან გამკლავება შეუძლია არსებული ფინანსური რეზერვებით.

ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიოსთვის შეცდომა იქნება რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის პირისპირ დატოვება:

„თუ ომი დაიწყება, მსოფლიო ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ევროპა ნამდვილად ვერ იქნება ძველებური“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები