
ჟენევაში ბლინკენის და ლავროვის შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები
21/01/2022 12:52:39 ევროპა, მსოფლიო
ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა საათნახვერიანი შეხვედრა დასრულდა.
შეხვედა, რომელიც დელეგაცების წევრების მონაწილეობით შედგა და რომელსაც აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობენ, ბლინკელის თქმით, „კრიტიკულ მომენტში“ შედგა.
ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.
ლავროვისვე თქმით, მათ უკრაინის საკითხები განიხილეს და აშშ-ის შეშფოთება, რომ რუსეთი შეიძლება ამ ქვეყანაში შეიჭრას.
ლავროი ირწმუნება, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“.
„არ შემიძლია იმის თქმა, სწორ გზას ვადგავართ, თუ არა. ამას მივხვდებით, როცა ამერიკელების პასუხს მივიღებთ ჩვენი წინადადების ყველა პუნქტზე“.
ბლიკენმა მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრა იყო გულწრფელი და სასარგებლო და ამავე დროს, ვაშინგტონს სურდა, გაერკვია, არის თუ არა მზად რუსეთი უკრაინაში ვითარებს განმუხტვის მიზნით დადგეს დიპლომატიის გზაზე.
ბლიკენმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ აშშ დათანხმდა, გაუზიაროს რუსეთს თავისი შეშფოთება და იდეები უფრო დეტალურად წერილობითი ფორმით მომავალ კვირაში და დასძინა, რომ ლავროვი და ის შეთახმდნენ, გააგრძელონ დიპლომატიური პროცესი.
მისი შეფასებით, შეხვედრა არ იყო პოლემიკური და რომ მას საქმიანი ხასიათი ჰქონდა.
„არ მოველოდით, რომ დღეს რაღაც სერიოზული გარღვევები მოხდებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა უფრო მკაფიო გზას ვადგავართ ერთანეთის პოზიციების გაგების მხრივ.
ბლიკენის თქმით, ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამაში დარწმუნებული არ არიან. „ჩვენ იმას ვხედავთ, რასაც - ყველა, და სწორედ საქმე და ქმედება, და არა სიტყვები ქმნის ამ განსხვავებას“, – განაცხადა ბლიკენმა.
შეხვედრამდე ლავროვმა აღნიშნა, რომ სურს, განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია, აშშ-ის პოზიცია გაირკვეს.
თავის მხრივ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ შეხვედრა ნაწილია მისი ქვეყნის და მოკავშირეების მცდელობისა, თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ახალი აგრესია უკრაინის მიმართ.
ბლინკენმა ლავროვის პოზიციის გაცნობის შემდეგ, შეხვედრაზევე განაცხადა, რომ იქნება „ერთიანი, სწრაფი და ძლიერი“ პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავად ღიაა კრიზისის დიპლომატიური მოგვარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.