შოიგუმ ბრიტანელი კოლეგა მოსკოვში მიიწვია

21-01-2022 17:03:35 ევროპა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავისი ბრიტანელი კოლეგა ბენ უოლესი მოსკოვში მიიწვია უშიშროებისა და ევროპაში დაძაბულობის შენელების საკითხებზე მოსალაპარაკებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

ანალოგიური შინაარსის მიწვევა უოლესმა მიმდინარე კვირაში გაუგზავნა შოიგუს და ლონდონში ვიზიტით ჩასვლა შესთავაზა უშიშროების სფეროში საერთო საკითხებზე მოსალაპარაკებლად უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილი კრიზისის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები