Accentnews.ge
უკრაინას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები დატოვებენ

უკრაინას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები დატოვებენ

24/01/2022 06:06:31 ევროპა

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას დატოვებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა. უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სხვა ამერიკელებს ურჩევენ, იფიქრონ კომერციული ავიარეისებით ქვეყნის დატოვებაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს არის სიფრთხილის ზომა და არა ევაკუაცია, რადგან საელჩო და დიპლომატები მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე, მოგზაურობისთვის საჭირო რეკომენდაციებს დაემატა 23 იანვარს განახლებული ინფორმაცია უკრაინაზე, რომელიც საფრთხის შემცველ უმაღლეს, მეოთხე კატეგორიაშია. ამერიკელებს ურჩევენ, არ გაემგზავრონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის და COVID-19-ის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S