
რას სთავაზობს ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რეგიონში ახალი ომის საფრთხის კონტექსტში
24/01/2022 08:17:54 ევროპა, საგარეო პოლიტიკა
უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის და რეგიონში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის ფონზე, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს რამდენიმე ინიციატივით მიმართავს:
- მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია;
- საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება განხორციელდეს;
- მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა შედგეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით;
- პრემიერმა მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
„საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, - განაცხადეს 24 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
მოთხოვნა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფს აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021