Accentnews.ge
ბორელი: "ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახებს არ გაიყვანს"

ბორელი: "ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახებს არ გაიყვანს"

24/01/2022 10:00:40 ევროპა

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლიმატების ოჯახებს ამ ეტაპზე არ გაიყვანს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახები უნდა გაიყვანონ. გადაწყვეტილებას ნაადრევი უწოდეს უკრაინაში.

"ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას. ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ენტონი ბლინკენი ინფორმაციას მოგვაწოდებს". - თქვა ბორელმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სახდეპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაწერა:

"ჩვენ მივიღეთ ცნობა სახ.დეპის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინიდან გაიყვანონ კიევში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლები. ჩვენ პატივს ვცემთ, უცხო ერების უფლებებს, რომ დარწმუნდნენ თავიანთი დიპოლომატიური მისიის უსაფრთხოებასა და დაცულობაში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია" – წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S