Accentnews.ge
რუსეთი NATO–ს გადაწყვეტილებას "სამხედრო ზეწოლად" აფასებს

რუსეთი NATO–ს გადაწყვეტილებას "სამხედრო ზეწოლად" აფასებს

24/01/2022 11:04:29 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე ნატოს– გადაწყვეტილება, გაგზავნოს სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხედრო ზეწოლად შეაფასეს რუსეთის საგარე პოლიტიკურ უწყებაში.

„ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: "თუკი ხელში ჩაქუჩი გიჭირავს, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია". ნატოს ენა - მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა. აქ არაფერია ახალი“, - უთხრა „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

მისი თქმით, „უკრაინის გარშემო ვითარების გაჯანსაღებაში ნატოს საუკეთესო წვლილი იქნებოდა, პარტნიორისათვის მოწოდება, სრულად შეასრულოს მინსკის ზომათა კომპლექსი, და კიევის მიმართ დახმარების პროგრამის ძირეული გადახედვა, რაც ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ უმყარებს საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შეგნებას და შობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო გადაწყვეტის თაობაზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S