Accentnews.ge
შშმ პირი, რომელსაც მეტროში პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, არასრულწლოვანია

შშმ პირი, რომელსაც მეტროში პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, არასრულწლოვანია

24/01/2022 20:07:10 სამართალი

პოლიციელის მიერ თბილისის მეტროში ნაცემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანია.

ამასთან, როგორც მედიამ გაარკვია, ის ქუჩაში ცხოვრობდა.

24 იანვარს „TV პირველმა" გაავრცელა თბილისში, მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები.

ჩანაწერში ისმის, რომ ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები ცდილობენ, პოლიციას განუმარტონ, რომ მათი სამიზნე ყრუ–მუნჯია და რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს.

„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებდათ?“– ეკითხება შშმ პირის თანმხლები პოლიციელებს.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს, ახალგაზრდა ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს.

ძალადობის კადრებში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიციის სხვა თანამშრომელი, თუმცა გავრცელებულ ფრაგმენტში ის კოლეგას არ აჩერებს.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S