Accentnews.ge
"ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ თქვენთან ერთად, ან თქვენს გარეშე"

"ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ თქვენთან ერთად, ან თქვენს გარეშე"

27/08/2019 10:49:47 ეკონომიკა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიაში ღმაწყლოვან პორტს აუცილებლად ააშენებს.

ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველი გამარჯვება არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენადაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენჯერ პროკურატურა შემოგვიქსიეს. შემოგვისიესმთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ, ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რათა ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე. პირდაპირ გეუბნებით, არც ეს გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S