Accentnews.ge
ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

25/01/2022 10:26:39 პოლიტიკა, სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებამდე, ის მოითხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას "ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას)".

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება.

"ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლადშექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც. კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე",- ამბობს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S