
ჟურნალისტი პრატასევიჩი ამბობს, რომ შინაპატიმრობაში აღარ იმყოფება
25/01/2022 10:45:06 ევროპა
ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი, რომელიც ბელარუსში შარშან დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი, რომლითაც იგი მგზავრობდა, აიძულეს მინსკში დაფრენილიყო, აცხადებს, რომ შინაპატიმრობაში აღარ იმყოფება.
25 იანვარს პროტასევიჩმა მან ინტერვიუ მისცა YouTube-ის არხს, რომელსაც ხელმძღვანელობს დზიმიტრი ბელიაკოუ, მთავრობის მომხრე ორგანიზაციის, სისტემური უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი, და განაცხადა, რომ მან დატოვა ადგილი, სადაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
"ახლა დავტოვე ადგილი, სადაც შინაპატიმრობაში ვიყავი" - ამბობს პრატასევიჩი და დასძენს, რომ მისთვის რთულია, სოციალიზაცია და ცხოვრების ახალ წესთან მორგება, შინაპატიმრობაში შვიდი თვის გატარების შემდეგ.
ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გეგმები, გარდა იმისა, რომ იმუშავებს სისტემური უფლებების დაცვის ცენტრში.
ის ასევე აპირებს. აღადგინოს თავისი Telegram-ის არხი Sprava. პრატასევიჩის საქმის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.
მსოფლიოს ქვეყნებმა დაგმეს კულაშენკო სამგზავრო თვითმფრინავის "სახელმწიფო გატაცებისთვის" პრატასევიჩის და მისი რუსი მეგობარი ქალისდასაკავებლად.
თვითმფრინავი 23 მაისს ვილნიუსიდან ათენში მიემგზავრებოდა, როცა ოფიციალურმა პირებმა ის აიძულეს ბელარუსის დედაქალაქში დაფრენილიყო, ბომბის არსებობის საბაბით, რასაც ბევრმა ქვეყანამ ყალბი ინფორმაცია უწოდა.