რუსეთმა უკრაინის მახლობლად ათასობით ჯარისკაცისა და ტექნიკის მონაწილეობით, ახალი სამხედრო მანევრები წამოიწყო

25-01-2022 20:30:51 ევროპა ,მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის მახლობლად ათასობით სამხედროსა და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავის ჩართულობით, სამხედრო მანევრები წამოიწყო.

როგორც განიმარტა, სწავლება ექვსი ათასი სამხედროს და 60 ავიაგამანადგურებლის მონაწილეობით როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში და მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში დაიწყო.

„მანევრები, რომელიც საბრძოლო იარაღის გამოყენებით ეწყობა, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა“,– განაცხადეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში.

უცნობია, რამდენ ხანს გასტანს მანევრები.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ „მაღალ მზადყოფნაში“ მოიყვანა 8 500 ამერიკელი სამხედრო შესაძლო განთავსებისთვის რეგიონში ნატო–ს ყოფნის გასაძლიერებლად, რომელიც თავის მხრივ ამოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილობას აძლიერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე.

უფრო ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „აშკარაა, რომ რუსები არ აპირებენ დაძაბულობის განელებას“ და გამოაცხადა ამერიკული კონტინგენტის საბრძროლო მზადყოფნის შესახებ.

თავის მხრივ მოსკოვმა აშშ დაადანაშაულა „დაძაბულობის ესპალაციაში“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები